ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ორი, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული მიმართულებით: განვითარება და გართობა. მაგრამ, დაგვეთანხმებით, არ არსებობს ეფექტური გაკვეთილები, თუ არ მივმართავთ კონკრეტული სფეროს შესწავლის უფრო აქტიურ, შემოქმედებით ფორმებს, ვიდრე კითხვა და დაზეპირება. და პირიქით, გართობის საუკეთესო ფორმაა - ის, რომელიც პოზიტიურ ემოციეთან ერთად იძლევა ცოდნას და ავითარებს სხვადასხვა შესაძლებლობებს.

 

ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა - სამაგიდო თამაშები. პრიდუქციის მუდმივად მზარდი ასორტიმენტი დააკმაყოფილებს თქვენს ნებისმიერ მოთხოვნებს! აქ არის ლოგიკური სერია "Smart Games” და კლასიკური დეტექტიური თამაშები,  სერიოზული სტრატეგიები,  შემეცნებითი "ცოდნის სკივრები" და უბრალოდ გასართობი თამაშები ხმაურიანი კომპანიებისთვის." ჩვენ ვიცით, როგორ გავართოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანი!

თუმცა, ჩვენი მიზანია სამაგიდო თამაშების არა მხოლოდ გავრცელება, მათი ადაპტაცია ქართულ ენაზეც. ჩვენ უკვე მოვახერხეთ ორი ბესტსელერის თარგმნა - "ბაზინგა" და "იმაჯინარიუმი", და, რა თქმა უნდა არ ვჩერდებით ამაზე, ჩვენი კომპანია გეგმავს მუდმივად განაახლოს თამაშების სია რუსულ და ინგლისურ ენებზე, შემდგომ ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი თამაშების თარგმნა ქართულ ენაზე.



თამაშების გარდა, მოხარული ვართ შემოგთავაზოთ კომპანია "UGEARS"-ის "ცოცხალი" კონსტრუქტორები. უნიკალური 3D მოდელები ძალიან პოპულარულია 5 კონტინენტზე, და  წარმოადგენენ ხის და კლასიკური მექანიკის ჯადოსნურ შერწყმას. ააყვეთ მოდელები და აამოძრავეთ ხელის მარტივი შეხებით! 

 

 ჩაეშვით აღმოაჩინების ჯადოსნურ სამყაროში «OxGenKids»-ის  მხიარული ექსპერიმენტების საშუალებით! ქიმიური ექსპერიმენტების პატარა კომპლექტები მოიცავენ ყველა საჭირო მასალას და ხელმისაწვდომ ინსტრუქციას  6 წლიდან ბავშვებისთვის. შეუძლია თუ არა ხსნარს თავისით  სხვადახვა ფერების შეცვლა? როგორ ხდება დნმ-ის ექსტრაქცია? შეიძლება თუ არა ბუშტი ისე გაიბეროს, რომ მას არც შევეხოთ? პასუხები თქვენს წინაშეა!

 კიდევ ერთი შესანიშნავი ამბავი სიახლეების მოყვარულთათვის. ამიერიდან შეგიძლიათ შეიძინოთ  ყველაზე შთამგონებელი ფილმების, საყვარელი გმირების და მუსიკის ინდუსტრიის ლეგენდების პოსტერები. დატკბით ყოველდღე მათი ყურებით!

 

 ჩვენი მაღაზიის მეორე მიმართულება არის ადრეული განვითარების მეთოდიკები. მოცემული პროდუქცია წარმოდგენილია ჩვენი მუდმივი პარტნიორი კომპანია ,,უმნიცა“-ს მიერ, რომელიც უკვე 18 წლია ,,Skylark“-ის ბრიტანელ სპეციალისტებთან ერთად აყალიბებს და აწარმოებს ერთობლივ კომპლექტებს. ამ კომპანიის უნიკალური პროგრამის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ დაბადებისთანავე განავითაროთ თქვენი პატარას შეუზღუდავი პოტენციალი, ნებისმიერი მიმართულებით. კომპლექტების მეშვეობით სწავლება მარტივი, ეფექტური და მოსახერხებელია, რადგან  ყველაფერი გათვლილი და გააზრებულია ისე, რომ მაქსიმალიური შედეგი მიიღოთ, თანაც ამ ყველაფერს აკეთებთ სახალისოდ, თამაშის რეჟიმში.

გარდა იმისა, რომ ჩვენ «Умница-Skylark»-ის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში, გვაქვს პროდუქციის ქართულ ენაზე თარგმნისა და ადაპტირების ექსკლუზიური უფლება.  ჩვენი უდავო ბესტსელერი არის "100 თამაშის" სერია, რომელიც უვითარებს ლოგიკასა და წარმოსახვას ბავშვებს 3 დან 7 წლამდე.

ჩვენი კომპანიის თანამშრომლები წარმატებით გაიარეს სწავლების კურსი, არიან სერტიფიცირებული და წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები, რომლებიც ნებისმიერ დროს სიამოვნებით დაგეხმარებიან შეურჩიოთ კომპლექტი თქვენს პატარას ან თამაში ნებისმიერი კომპანიისათვის!