გამყიდველი, შპს აიკომ (ინტერნეტ მაღაზია tortuga.ge, შემდგომში გამყიდველი) ხელმძღვანელობს საკუთარი კეთილი ნებით და საქართველოს კანონით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, ითვალისწინებს მომხმარებელთა (შემდგომში მყიდველი) ინტერესებს, განსაზღვრავს ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკას, რომელსაც ეთანხმება მომხმარებელი ნივთის შეძენის დროს.
ნივთის უპირობო უკან დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
1. მას აღმოაჩნდა ისეთი ქარხნული წუნი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას პირდაპირი დანიშნულებით და შეუძლებელია ამ ნაკლოვანების აღმოფხვრა;
2. აღნიშნული წუნი გამოვლენილია საქონლის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში;
3. პროდუქციის მოწოდება მოხდა შეცდომით, ანუ მყიდველთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ერთი ნივთის ნაცვლად მოწოდებულ იქნა სხვა ნივთი.
უკან დაბრუნება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
1. მყიდველს ნივთი აღარ მოსწონს;
2. მყიდველი საჭიროდ აღარ მიიჩნევს მის ფლობას;
3. ნივთი არ ამართლებს მყიდველის მოლოდინს;
4. მყიდველს აღარ გააჩნია ნივთის საჭიროება.
შესაძლებელია ნივთის უკან დაბრუნება შემდეგი პირობების დაცვით:
1. მყიდველი გამყიდველს თვითონ მიაწვდის ნივთს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კმ, ს/ც “თბილისი მოლი” მე-3 სართული, მაღაზია “ვუნდერკინდ”;
2. დაბრუნებას დაქვემდებარებული ნივთი, ნივთობრივად და სასაქონლოდ უნაკლოა. შეფუთვა დაუზიანებელია ან შესაძლებელია ნივთის გადაფუთვა პირვანდელი სახით;
3. მყიდველმა, გამოთქვა დაბრუნების სურვილი და ამის შესახებ წერილობით აცნობა გამყიდველს შეძენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში;
4. გადახდილი თანხის დაბურნება ხდება, მომხმარებლისათვის მიწოდების თანხის გამოკლებით.
დაბრუნება, არ ხორციელდება იმ შემთხვევაში:
1. თუ დაკარგული აქვს სასაქონლო სახე;
2. დაკარგულია ან და დაზიანებულია შეფუთვა;
3. მოხდა ნივთის დაზიანება მყიდველის მიერ.