Party Alias სამაგიდო თამაში

-კოდი: 7730010

ფასი:
89 ₾

აღწერა

Party Alias სამაგიდო თამაშში წვეულება გრძელდება!
ეს ხომ ყველასთვის საყვარელი თამაში „ელიასი წვეულებაა“, რომელშიც საჭიროა ახსნა, გამოიცნო და წაიყვანო გუნდი გამარჯვებისკენ. გინდათ მეგობრების დიდ წრეში დრო მაქსიმალურად მხიარულად და გიჟურად გაატაროთ? „ელიასი“ დაგეხმარებათ! თუ სტუმრად მიდიხართ, შეგიძლიათ ის მასპინძელს საჩუქრად მიუტანოთ, ან თქვენთვის იყიდოთ და ნებისმიერ წვეულებაზე თან წაიღოთ.
Party Alias სამაგიდო თამაშის წესები მარტივია:
თითოეული გუნდი (ან მოთამაშე, თუ თქვენ პატარა წრეში თამაშობთ) იღებს კოჭს. იღებთ ბარათს სიტყვით, ინიშნავთ დროს და ხსნით მას, არ იყენებთ ერთფუძიანსიტყვებს. ციფრი ველზე — ბარათზე იმ სიტყვის ნომერია, რომელიც თქვენ უნდა ახსნათ. ერთ წუთში რამდენ სიტყვაც ახსენით, თქვენი კოჭი იმდენი ნაბიჯითგადაადგილდება ველზე. რა თქმა უნდა, არის ჯარიმის ქულებიც, ამიტომ შეიძლება ყველაზე იღბლიან გუნდსაც გაუსწრო.
Party Alias სამაგიდო თამაში შეიცავს:
> სათამაშო ველი ბრუნვადი ისრით,
> 6 მოთამაშეების ფერადი კოჭი;
> ქვიშის საათი;
> 250 ბარათი სიტყვებით;
> 50 ბარათი დავალებებით;
> თამაშის წესები.
ასაკი: 15+
მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა: 4
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა: ∞
თამაშის ხანგრძლივობა: 60+

გადახდა და უსაფრთხოება

American Express Mastercard Visa

თქვენი გადახდის ინფორმაცია მუშავდება უსაფრთხო რეჟიმში. ჩვენ არ ვიმახსოვრებთ თქვენი ბარათის ინფორმაციას.

მოგეწონებათ:

ნანახი პროდუქტები