Chronicles Of Crime სამაგიდო თამაში

LUCKY DUCK GAMESკოდი: 7750051

ფასი:
თანხა ფასდაკლებით159.00 ₾

დღგ-ს ჩათვლით. მიწოდების თანხის დაანგარიშება ხდება გადახდის გვერდზე

ინვენტორი:
გაყიდულია

აღწერა

Chronicles of Crime - არის კოოპერატიული სამაგიდო თამაში დანაშაულების გამოძიებაზე, სადაც შერწყმულია სამაგიდო თამაშის კომპონენტები, აპლიკაცია და ვირტუალური რეალობა. Chronicles Of Crime სამაგიდო თამაშში ერთსა და იმავე ფიზიკური კომპონენტებით (სათამაშო ველი, ლოკაციები, პერსონაჟები და ნივთები), მოთამაშეებს შეუძლიათ უამრავი სხვადასხვა სცენარის გავლა და ძალიან ბევრი კრიმინალური ისტორიის ამოხსნა. თამაშს მოყვება 1 გაკვეთილი-ინსტრუქცია და 5 სცენარი, მაგრამ ახლების ჩამოტვირთვას
თვით აპლიკაციაშივე შეძლებთ!

სამაგიდო თამაშში მოთამაშეები გახსნიან აპლიკაციას, ირჩევენ სცენარს და მიყვებიან ისტორიას. მიზანია - რაც შეიძლება სწრაფად დაიჭირონ მკვლელი კონკრეტულ არჩეულ სცენარში. სპეციალური Scan&Play ტექნოლოგიის გამოყენებით, თითო კომპონენტს (ლოკაციას, პერსონაჟს, ნივთს და ა.შ.) აქვს საკუთარი უნიკალური QR-კოდი, რომელიც, სცენარზე დაყრდნობით, ააქტიურებს გარკვეულ მინიშნებებსა და ისტორიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ ახალი ისტორიების მიღება თამაშის გამოსვლის მერე, მარტივად აპლიკაციაში ჩამოტვირთვით, არანაირი ფიზიკური კომპონენტების დამატებითი შესყიდვით.

ვირტუალური რეალობის (VR) გამოცდილებისთვის სამაგიდო თამაშში თქვენ მხოლოდ მობილური ტელეფონი დაგჭირდებათ. მოთამაშეები უბრალოდ იკეთებენ VR-სათვალეებს მობილურზე და ცხვირზე (არ არის აუცილებელი საყიდელი), უჭირავთ ტელეფონი თვალწინ და ჩაეშვებიან ამ სამაგიდო თამაშის ატმოსფეროში, ვირტუალურ სამყაროში სხვადსხვა მტკიცებულებების ძებნით.
ასაკი: 12+
მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა: 1
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა: 4
თამაშის ხანგრძლივობა: 60+

რეკომენდირებული პროდუქტები

ბოლოს ნანახი